LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

172
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება ფრიად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ოპტიმიზმით აღსავსე მშვილდოსნის ნიშანში, ხოლო მთვარე მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ კირჩხიბში. ამ ზეგავლენის შედეგად დღის განმავლობაში ეს ტენდენციები განსაკუთრებულად გამოვლინდება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაცია – დაიცავით წესები და კანონები. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობამ იჩინოს თავი, თუმცა ეს მდგომარეობა მალე გაივლის.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობები უფრო ვნებიანი და ღრმა ხდება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია სახსრების, კბილების, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. რაციონში სასურველია ხორცეული, რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და თევზეული.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არასახარბიელოა დღევანდელი დღე ქორწინებისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის, საცხოვრებელი ადგილის (მათ შორის ბინის) შეცვლისთვის, სესხის აღებისთვის და დაპირებების გასაცემად. სასიკეთოა ვაჭრობა, საყიდლები, საოჯახო და სანათესაო კონტაქტები, ცხოველების შეძენა. ხელს უწყობს კულინარიას, ფოტოგრაფიას, შემოქმედებით საქმიანობას და ინტუიციაზე დაყრდნობით ქმედებებს.

დღის მინერალები და ფერები – ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ამეთვისტო და მარჯანი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, კრემისფერი, ყვითელი და ცისფერი ტონები – ისინი აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებზე. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორ ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები