დღე გეომაგნიტურია. უარყოფითი მთვარის ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – ეცადეთ, თქვენი სიტყვები არ ეწინააღმდეგებოდეს თქვენს ქმედებებს, რადგან ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. დღეს და ხვალ ხელსაყრელია ახალი შეხვედრების მოწყობა და ახალი ნაცნობობის გაბმა. შესაძლებელია ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობაც. აკონტროლეთ ემოციები და შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და სწორი ნაწლავის მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარდსასქესო და რეპროდუქციულ სისტემას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მეტი იმოძრავეთ და მოერიდეთ სხივურ თერაპიას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას, მგზავრობასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. არ არის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სესხის აღება. დღე ხელსაყრელია ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე ნადირობისა და თევზაობისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, ზურმუხტი და მარჯანი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით ნეგატიურია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.