დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი მებრძოლი და უშიშარი მორიელის ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს გაჯიუტება და ზედმეტი ამბიციების გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ზღვის პროდუქტით.
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.