LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2272
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ ღამის საათებს, განსაკუთრებით, 23:00 საათიდან 23:30-მდე პერიოდს, რადგან მიმართულება დაკარგული მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება, ტრავმების და ავარიების მიზეზი გახდეს. შესაბამისად, ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება გმართებთ.

დღეიდან 20 ივლისამდე ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენაა. საქმიანობის, ენერგიის მმართველი პლანეტა, მარსი კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ამის შედეგად ადამიანთა საქმიანობაში ის მეტად განავითარებს სიფრთხილეს და წინდახედულობას, ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, ნებისყოფას, მოთმინებას, პრაგმატულობას, ერთგულებას, შემოქმედებითი უნარის მეტად გამოვლენას, თუმცა განავითარებს ისეთ ნეგატიურ თვისებებსაც, როგორიცაა სიჯიუტე, სიზარმაცე, ზედმეტი პირდაპირობა. ეს პერიოდი ხელს უწყობს საბანკო ოპერაციებს, ხელოვნების, არქიტექტურის, აგრობიზნესის, მშენებლობის სფეროში აქტიურ მოქმედებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის, პროდუქტების შეძენა. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის.

ნეგატიური და რთული დღეა ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ადგილ სამყოფელის შესაცვლელად, სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვთა სისტემა.

საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები, ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარგალიტი, ამეთვისტო, ოპალი და აქატი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, ცისფერი. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები