LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის მთავარი პოლიტიკური გმირები და მოვლენები: საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივში

121
fortunaa

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უცხოური მედიის ობიექტივშიც ხვდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, აშუქებს სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის Euronews და BBC. 

მსოფლიოს პრესა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გახარიას გადაწყვეტილებამ ოპოზიცური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დაკავების გეგმა დროებით შეაჩერა და შესაბამისი უწყებებიც აღსრულების პროცესის განხორციელებას უახლოეს მომავალში განიხილავენ – თუმცა არა დღეს.

დღეს მთავარი პოლიტიკური მოვლენა პრემიერის გადაწყვეტილებაა – დღის მნიშვნელოვანი კითხვებიც ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს – როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, ახალი პრემიერის დანიშვნამდე, ვინ შეასრულებს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პირის მოვალეობებს და ვინ იქნება ქვეყნის ახალი პრემიერი.

მანამდე კი, BBC ავრცელებს გახარიას იმ ციტატას, რომლითაც დღეს პრემიერმა განმარტა, თუ რატომ ტოვებს პოსტს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტლიების გამო, რამაც, მისი მტკიცებით, შესაძლოა პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვიოს.

გიორგი გახარიას განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.” – წერს BBC სტატიაში და ასევე იხსენებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მან განმარტა, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას.

იმისათვის, რომ მმართველმა გუნდმა იმსჯელოს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასა და მთავრობის შემდგომ ფორმირებაზე, “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ გიორგი გახარია “ქართულ ოცნებასაც” ტოვებს.

პოპულარულები