LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება… უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს: ნიკა მელია

169
ნიკა მელია

ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის პოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება“.

მისივე განცხადებით, „თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ამიტომ კრიმინალებთან შეხმატკბილებული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს“.

„დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ – სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.

თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.

ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.

მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!

კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქ. ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

ასეც იქნება!“, – წერს ნიკა მელია.

მაია დარსმელიძე: კიდევ რამდენი მსხვერპლი დარჩა, იმ სისხლიან ცხრა წელს რომ “გაუთანაბრდეს”?!

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ – რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

“იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია” – საერთაშორისო სახლი, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

ბაია პატარაია: ახლა ვითვალოთ გვამები – ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს

ლადო აფხაზავა: “მოკლეს მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…”

შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

სანამ სხვები საკუთარი ქვეყნის ზიზღით არიან დაკავებული, გვახსოვდეს, რომ ყველაზე მაგარი სამშობლო გვაქვს: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები