LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია” – საერთაშორისო სახლი, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

1351
224012706-789376121728742-2580027873335797296-n-scaled-1

საერთაშორისო სახლი, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი მუშაობდა, მასწავლებლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი.

ვუსამძიმრებთ ყველას: ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ავსტრალიელი ქალის ცხედარს სამართალდამცველებმა “ეშმაკის ბორბლიდან” რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ტყეში მიაკვლიეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

შანე ბრუკის კვალი ტყის მასივში გუშინ საღამოს, 5 საათისთვის დაიკარგა. მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანე ბრუკი ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ – რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

ბაია პატარაია: ახლა ვითვალოთ გვამები – ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს

ლადო აფხაზავა: “მოკლეს მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები