LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ – რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

3546
შანეი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის ცხედარი იპოვეს.

უწყების განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

ავსტრალიელი ქალი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ბინა ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები.

ყაზბეგი, მარტვილის კანიონი, თრუსოს ხეობა, გუდაური, ბევრეთი – დედათა მონასტერი, მტირალას ეროვნული პარკი, ციხისძირი – ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ავსტრალიელი მოქალაქე იმყოფებოდა.

როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, უცხოეთის მოქალაქეს თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი და ნანახით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ქუთაისში ერთ-ერთ წარწერაზე ასეთი კომენტარიც აქვს გაკეთებული – „ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“.

როგორც ირკვევა, უცხოეთის მოქალაქეს განსაკუთრებით ხიბლავდა დედაქალაქის ქუჩის მხატვრობა. მას თბილისის ქუჩებში არსებული არაერთი „სთრიტ–არტი” აქვს გადაღებული.

 

 

 

„აი, როგორ უნდა გაატაროთ თქვენი შვებულება, მადლობა მარკ და ლინა იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეთ“,- წერდა იგი სოციალურ ქსელში.

 

მთაწმინდის ფერდზე, სადაც ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შანე ბრუკის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუკის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანე ბოლოს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

დაკარგულ ქალს პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები