LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ! Honda-ს ელექტრო-სპორტქარი რეალურია – თუმცა მისი გამოსვლის დრო ჯერჯერობით გაურკვეველია

109
დიახ! Honda-ს ელექტრო-სპორტქარი რეალურია - თუმცა მისი გამოსვლის დრო ჯერჯერობით გაურკვეველია

Honda-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ელექტრიფიცირებული GT ნამდვილად გამოვა, მაგრამ არა ახლო მომავალში, ბაზარი ამისთვის ჯერ მზად არ არის.

გსურთ ელექტრო სპორტქარი Honda-გან? – იგივე სურს თავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ტოსიჰირო მიბესაც, თუმცა, როგორც ჩანს, ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ტოკიოში, Japan Mobility Show-ზე, მიბემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია უკვე ფლობს რამდენიმე ელექტრო სპორტქარის პროტოტიპს, თუმცა ბაზარზე გამოყვანას ჯერ არ აპირებს.

„ჩვენ გვაქვს კვლევები ელექტროობაზე დაფუძნებულ სპორტულ ავტომობილებზე და ბევრი შიდა პროტოტიპიც შევქმენით,“ – განაცხადა მიბემ.

თუმცა, ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების ფონზე, დირექტორის თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, როდის ექნება აზრი ასეთი ავტომობილის გამოშვებას.

„უნდა გადავწყვიტოთ სწორი დრო, როდის უნდა ვაქციოთ ეს პროდუქციად მომავალში,“ – თქვა მან.

მიბეს თქმით, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში უკვე მუშაობენ ტექნოლოგიების სრულყოფაზე და მომავალში კომპანია მომხმარებლებს ელექტრულ GT-ს ნამდვილად შესთავაზებს.

ბოლო წლებში Honda-მ გამოუშვა ჰიბრიდული Acura NSX, ხოლო მიბეს ხელმძღვანელობით კომპანიის ხაზს დაუბრუნდა ჰიბრიდული Honda Prelude, როგორც სპეციალური სპორტული მოდელი – რაც ბრენდის თანამედროვე ხედვას ასახავს.

საინტერესოა, რომ თავად მიბე ფლობს და რეგულარულად მართავს 2026 წლის Prelude-ს.

მიბემ აღნიშნა, რომ სანამ Honda ელექტროსპორტკარის გაშვების დროს შეარჩევს, კომპანია Formula 1-ში საკუთარ პოტენციალს აჩვენებს.

სპორტული ავტომობილები და ავტოსპორტი Honda-თვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია და ასე გაგრძელდება ელექტროენერგიის ეპოქაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები