LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს, მათ ვინც საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას ფიქრობს – USAID

65
ipiccy-image

„დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს – მათ, ვინც საქართველოში გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას ფიქრობს“, – ამის შესახებ საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორმა დენიელ პოტაშმა Forbes Talks-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ნამახვანჰესის პროექტი კარგად იყო მომზადებული და მისი ინვესტორი კომპანია ENKA-ც სახელმწიფომ გამჭვირვალე კონკურსის შედეგად შეარჩია, თუმცა ფაქტმა, რომ პროექტის განვითარება შეჩერდა, მომავალში სხვა ინვესტორებიც შეიძლება დააფრთხოს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი – როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი – ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული; მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული – ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით “შორთლისტში” – კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა. ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას – ნამახვანი კარგი პროექტია, თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი,” – ამბობს დენიელ პოტაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ საქართველოში $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g