LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

410
დიდი დიღომი

თბილისში, დიდ დიღომში მესამე სართულიდან 8 წლის ბავშვი გადმოვარდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. „ფორტუნა“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g