LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას გვამიდან აღებული მასალების დაზიანების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

474
ფორტუნა - 2023-07-05T152224.271

პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, „შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.

ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g