ლეონარდიო დიკაპრიო თავის შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად, გოგონას სამშობლოში, იტალიაში მოგზაურობს. წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა სახლის აივანზე ჩახუტებულები, ყავას მიირთმევდნენ. მედიის ცნობით, მათ ლეოს დედამაც ჩააკითხა და ახლა მათთან ერთად მოგზაურობს.
შეგახსენებთ, ყოველივე ეს Diddy-ის სკანდალის ფონზე ხდება. ახლა ლეონარდო დიკაპრიოს მიმართ ინტერესი ერთი ორადაა გაზრდილი, რადგან ინსაიდერების ცნობით, დიკაპრიო იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც რეპერის „თეთრ წვეულებებს“ ძალიან ხშირად სტუმრობდა.