Diddy-ის სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. რეპერის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში 6 ახალი განაცხადი შევიდა, მათგან, 2 ქალის და 4 მამაკაცის მიერ.
აღსანიშნავია, რომ საჩივრებში აღწერილი ინციდენტები 1995 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს.
როგორც ბრალმდებელი მამაკაცი იხსენებს, პროდიუსერთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. Diddy-მ შუა საუბრის დროს ახალგაზრდა მამაკაცს შარვლის გახდა სთხოვა და შემდეგ მას შეეხო. ერთ-ერთი ქალბატონის სარჩელის მიხედვით, ის Diddy-მ 2004 წელს, სასტუმროს ოთახში გააუპატიურა, შემდეგ კი დაემუქრა, ,,თქვენთვის აჯობებს, ამის შესახებ არავის უთხრათო“.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში Diddy-ის საქმის მოსმენა გაიმართა. პროცესს რეპერის ოჯახი, 84 წლის დედა, ჯენის კომბსი და 6 შვილი დაესწრნენ.
Puff Daddy-ის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მუსიკოსი ციხის საკვებით უკმაყოფილოა
ხალხი ფიქრობს, რომ Puff Daddy-მ გაქცევა შეძლო, ციხეში კი, მისი ორეულია
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-15_10-25-18_887028.png)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-15_10-27-26_349064.jpg)