LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხეში, სადაც შონ „დიდი“ კომბსი სასჯელს იხდის, სკანდალი აგორდა

382
page

ნიუ-ჯერსის ციხე, სადაც რეპერი შონ „დიდი“ კომბსი სასჯელს იხდის, სექსუალური ძალადობის საქმესთან დაკავშირებული სკანდალის ცენტრში მოექცა. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი აღიარა.

აქვს ტელეფონი, მიირთმევს ალკოჰოლს და ჰყავს პატიმრები, რომლებიც მის მაგივრად ალაგებენ, სარეცხს რეცხავენ და მას მასაჟსაც კი უკეთებენ – მედიაში ციხიდან შონ „დიდი” კომბსის ვიდეო ვრცელდება

აშშ-ის ნიუ-ჯერსის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, 27 წლის ჯორდან პენსაკმა, რომელიც ფორტ-დიქსის ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა, სამშაბათს პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალეულობა აღიარა.

სასამართლო დოკუმენტებისა და სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ისინი სოციალურ ქსელებსა და ელექტრონული აპლიკაციების საშუალებით სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. პროკურატურის ცნობით, მიმოწერისა და ფოტოების გასაცვლელად პატიმარი ორ აკრძალულ მობილურ ტელეფონს იყენებდა. ამის შემდეგ კი იქ მომუშავე პირმა პატიმარზე სექსუალურად იძალადა.

გამოცემამ, Page Six კომენტარის მისაღებად ფორტ-დიქსის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუკავშირდა, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმე შონ, ამ ეტაპზე „დიდი“ კომბსს არ უკავშირდება. თუმცა სკანდალი იმ ფონზე ვითარდება, როდესაც 56 წლის რეპერის გათავისუფლების სავარაუდო თარიღი გადაიდო. მანამდე კი გავრცელდა ცნობები, რომ სკანდალური არტისტი ციხეში კომფორტულად ცხოვრობს, აქვს ტელეფონი, მიირთმევს ალკოჰოლს და ჰყავს პატიმრები, რომლებიც მის მაგივრად ალაგებენ, სარეცხს რეცხავენ და მას მასაჟსაც კი უკეთებენ. 

Diddy-ს პატიმრობიდან გათავისუფლების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა – სკანდალური არტისტის ახალი ფოტოები ციხიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები