კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი. როგორც BBC წერს, ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ტესტირების შემდეგ, მან უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბრიტანეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაღუპულია 6 პაციენტი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 382-ია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთში. “კოვიდ-19” ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება.
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ 19 ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.
რაც შეეხება ირანს, ბოლო ერთ დღეში კორონავირუს 54 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში სულ გარდაცვალების 291 და ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული. 12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელსაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ.
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
