ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სარეგისტრაციო ბაზა უკვე მზადაა, სადაც ყველა ვაქცინის მიმღები პირი აღირიცხება. ტიკარაძის თქმით, თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია დაცული იქნება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თუ მაგალითად, ადამიანს სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დასჭირდება, ის საბუთის ამობეჭდვას შეძლებს.
„კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგავაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა ეწურებათ, თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის”. – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო არსებული ვაქცინაციის პორტალზე მუშაობს, ასევე დამატებით მოთხოვნებზე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზეა.
არაფრით ჩვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს - დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია, არანაირი ხინჯი არ იქნება
''ის გართულებები, რაც ''ფაიზერს'' ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს''. - თენგიზ ცერცვაძე
“ამ ბაზაზე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს“.- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა იმ ვაქცინის მწარმოებელთან, რომელიც მომავალში მიიღებს ლიცენზიას.
„ამ ეტაპისთვის „კოვაქს პლატფორმა“ არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც დღესდღეობით გააჩნია სანდო ვაქცინა.„ფაიზერთანაც“ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, „ასტრაზენეკასთანაც“ და ყველა იმ პერსპექტიულ ვაქცინის მწაროებელთან, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზირებას და დასტურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მკაცრი მარეგულირებიდან“.- განაცხადა ტიკარაძემ.
