„ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავის, პირს ბროსნანისა და მისი მეუღლის, კილი შეის წყვილზე ყველა საუბრობს. ისინი ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. პირსი და შეი საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდებიან. პაპარაცებსაც საოცრად სიამოვნებთ მათი გადაღება, რადგან ისინი დროს ერთად საკმაოდ მრავალფეროვნად ატარებენ. ხან ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ, ხანაც სანაპიროზე ნებივრობენ.
66 წლის აგენტი 007 თინეიჯერივით იქცევა (ფოტო)
სელფი და მხურვალე კოცნა, ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს თინეიჯერი შეყვარებულები იყვნენ
სულ ცოტა ხნის წინ, პირს ბროსნანმა „ინსტაგრამზე“ ვნებიანი კოცნის ფოტოები გამოაქვეყნა და მეუღლეს 67-ე დაბადების დღე მიულოცა.
ფოტოზე წყვილი შამპანურით ხელში სანაპიროზე ნებივრობს, პირსს თეთრი პერანგი აცვია, ხოლო კილის ლეოპარდის პრინტიანი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი.
„მადლობა მზისა და მთვარისთვის და ყველა იმ დღისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, კილი, – ჩემო გულო“, – წერს პირს ბროსნანსი