დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც დაბადების დღე მიულოცა. როგორც ანუკი წერს, დაბადების დღე ჯადოსნური დღეა და ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი ცხოვრებაში მიუღია, ადამიანების სიყვარულია.
„დიდი მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდი, არ დაიზარა და მომილოცა! ჯადოსნური დღეა ადამიანის დაბადების დღე! ენერგია რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ ის არის რისთვისაც ცხოვრობს და არსებობს ჩვენი სული! ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიმიღია ამ ცხოვრებაში თქვენი სიყვარულია, რასაც თვალისჩინივით ვუფრთხილდები💖 დიდი მადლობა❤️
პ.ს.ძველი დაბადების დღის ფოტოებს გიზიარებთ, რომელიც 2 წელი მქონდა შენახული, რატომ , მეც არ ვიცი🎀“, – წერს ანუკი.