დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ჯამში სანქციები 14 პირს დაუწესდა.
აღსანიშნავია, რომ სანქციები დაუწესდათ საინფორმაციო არხს RT-ს მფლობელ სერგეი ბრილევს, Gazprom-Media-ს აღმასრულებელ დირექტორ ალექსანდრე ჟაროვს, RT-ის მმართველ დირექტორს ალექსეი ნიკოლოვს და Sputnik International-ის ხელმძღვანელს ანტონ ანისიმოვს. სანქცირებულთა სიაშია ასევე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს” უწოდებენ.
„სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ. ჩვენ გავაგრძელებთ დამატებით სანქციებს, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში პუტინი წააგებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
