დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს. წერეთელს ბრალი იმავე მუხლით წარედგინა, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ბრალდებულად ცნეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. კერძოდ, სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა
ცნობისთვის, დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. დიდუბის პანთეონთან, მისი გარდაცვალების ადგილზე დღეს მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე, რომელსაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ხუთი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.
ახლოვდება ჩემი უბედურების დღე – ბუტა რობაქიძის დედა
„თავი ჩავთვალე ვალდებულად, აქ მოვსულიყავი. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ერთადერთია, რომ კიდევ ერთხელ მოვინანიო ის დანაშაული, რაც 15 წლის წინ მაქვს ჩადენილი. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ იმ ახალგაზრდა ადამიანის სულს კიდევ ერთხელ პატივი მივაგო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს დარჩება შავ ლაქად და ამ ადამიანის სულის და მისი ოჯახის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ