LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვია

49947289_342420159680461_4808458403200368640_n

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვია. ინფორმაცია “ფორტუნას”  ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში ერთი დაშავებული შეიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაბეჟილობები მიიღო.

იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია გადაყვანილი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. როგორც ჯანდაცვის სამინსიტროში განაცხადეს, ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ მოსანახულებლად რამდენიმე წუთის წინ მივიდა ჯანდაცვის მინისტრი.

შეგახსნებთ, საპატრულო პოლიციის უფროსი ადასტურებს, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე, თბილისის მერი, კახა კალაძე მივიდა.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კორპუსი ევაკუირებულია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ხუთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g