დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. არ არის გამორიცხული, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს.
ისინი ღუდუშაურის, იაშვილის, დამწვრობისა და ქირურგიის ცენტრში არიან გადანაწილებულები.
შეგახსენებთ, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე 10 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა “ყაზტრანსგაზმაც”.
ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, ქირავდებოდა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს
ბინა, რომელშიც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო.