LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილა ტირილით დავიწყე“ – ბრიუს უილისს გოგონები დაბადების დღეს ულოცავენ – ნახეთ ემოციური ვიდეო

493
page

„კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავს, ბრიუს უილისს 68 წელი შეუსრულდა. იუბილე მსახიობმა მეუღლის, ემმა ჰემინგის, ექს-ცოლის, დემი მურისა და ხუთი ქალიშვილის გარემოცვაში გაატარა. ისინი სასეირნოდ იყვნენ და არაერთი ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. დილით კი ბრიუსს ტორტით მიულოცეს იუბილე.

ბრიუსის მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ემოციური მიმართვა გაავრცელა:

„დილა ტირილით დავიწყე, ალბათ ხედავთ ჩემს დასიებულ თვალებს, მე ყველა მეუბნება, შენ ძალიან ძლიერი ხარო…“, – ამბობს ჰემინგი.

ცნობისთვის, გასულ წელს ბრიუსს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მას დემენცია დაუდგინდა.

ემმა ჰემინგი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დემი მური ბრიუს უილისის მოსავლელად საცხოვრებლად მათ სახლში გადავიდა

ბრიუს უილისი „დემენციის“ დიაგნოზის შემდეგ პირველად გადაიღეს

„ცხელი და შეშლილი ბებიობის ერაში შევდივარ“ – დემი მური და ბრიუს უილისი ბებია-ბაბუა პირველად გახდებიან

 

View this post on Instagram

 

A post shared by Demi Moore (@demimoore)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები