„სითი მოლის” მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს დღეიდან რობოტი „პეპერი“ შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სითი მოლი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გამარჯობა, მე მქვია „პეპერი“. ვარ მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი. საქართველოში მე იაპონიიდან კომპანია GiS-ის GiS • Georgian Integrated Systems დამსახურებით ჩამოვედი და ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას “სითი მოლის” შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე)“ ,- ნათქვამია ინფორმაციში, რომელსაც „სითი მოლი“ ავრცელებს.