LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით ხართ დაჯარიმებულიო…“ – ნარსია და მუმლაძე წერენ, რომ ჯარიმის ოქმის გადასაცემად მათთან სახლში პოლიცია მივიდა

153
ნიკა ნარსია, გიორგი მუმლაძე

აქტივისტი, ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან სახლში დილის 8:00 საათზე პოლიცია მივიდა და ოქმი ჩააბარა.

ნარსიას თქმით, აქციაზე გზის გადაკეტვის მოტივით, 5 000 ლარით დააჯარიმეს:

„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ლადო აფხაზავა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლადო აფხაზავა წერს.

„დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე.  გავაღე უცებ კარები მეთქი ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან „კანე კორსო“ ვინმე ხომ არ შეაშინა, არავის ერჩის დიდია უბრალოდ საშიშად გამოიყურება და ზოგჯერ იპარება  
გავაღე კარი და სამი პოლიციელი, რამოდენიმე იქეთ პერიმეტრს აკონტროლებს, ძილბურანში ვალაგებ ვარიანტებს, ჩხრეკაა, ავყავარ, აუ ისევ იმ „ნარებზე“ რა დაწვება ციხეში გვერდები რომ მქონდა გაბრტყელებული, რამდენი წელი ვერ ვნახავ ცოლშვილს და უცებ გააძრეს ოქმი:

ბატონო ნიკოლოზ 5000 ლარით ხართ დაჯარიმებული და რომ ჩაიბარეთ დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო. ორი საქმეზე 27ში მაქვს სასამართლო იგივე გზის გადაკეტვაზე კიდევ. აი სირაძის მიმართვა აღასრულა შსსმ და აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ, თვითონ შსს გაგვასამართლებს და ამ საკითხშიც პირველობას ხომ არ ჩამომართმევდნენ, გახსნეს სეზონი შსს გვიჭერს, ბრლას გვდებს და „გვასამართლებს“ კიდეც, რამდენი სერვიზი აქვთ ხედავთ? 

ვა, უცებ ფილმ მონანიებაში მეგონა თავი, კარებზე ბრახუნი უბედურებას რომ ნიშნავს ვანხოთ ხვალ ზეგ რაზე დააბრახუნებენ, ის კი იციან რომ ციხიდან უფრო ამაყი გამოვედი და გამოვალ. დღეს უფრო მეტნი უნდა ვიყოთ რუსთაველზე“, – წერს ნარსია სოციალურ ქსელში და ფოტოს ავრცელებს.

დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში საიდანაც…

Posted by Nika Narsia on შაბათი, 08 თებერვალი, 2025

აქტივისტი, გიორგი მუმლაძე წერს, რომ დილის 08:25 საათზე ჯარიმის ოქმის გადასაცემად პოლიცია სახლში მასთანაც მივიდაამის შესახებ აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია:

„მონატრებულო ქუთაისო, სამწუხაროა რომ თქვენთან შეხვედრა არა კონცერტით, არამედ სასამართლოში მიწევს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ქათამაძე

მუსიკოსის განმარტებით, ქუთაისში 10 თებერვალს 12.00 საათზე მისი და 9 თანამოაზრის სასამართლოა ჩანიშნული.

„დილის 08:25 წუთზე, ეზოში ძაღლებმა ატეხეს ყეფა. 08:30-ზე დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე ფანჯრიდან, ორი შკოდა იდგა, 7 ფორმიანი დავინახე.

ეზოს კარი გაუღო დედამ, ორი ფორმიანი შემოვიდა ეზოში. გამოვხედე მეორე სართულიდან,
მე: რა გინდათ?
ფორმიანი: აი დოკუმენტები უნდა ჩაგაბაროთო
მე: რა დოკუმენტები?
ფორმიანი: 7 თებერვალს რომ კეტავდი რუსთაველსო, ადმინისტრაციული კოდექსისი 174.1 მუხლის მე-5 ნაწილით შევადგინეთ სამართალდარღვევაო.
მე: გასაგებია, ახლა გადით ჩემი საკუთრებიდანთქო.
ფორმიანი: დაგიტოვებთ ოქმსო
მე: არ მინდა, გამომოგზავნეთ!
ფორმიანი: რატო არ იტოვებთ
მე: არ გენდობით, ახლა წადით.

წავიდნენ, ახალი „კანონი” ამოქმედდა 7 თებერვალს, რომლითაც უკვე პოლოცია თავად წერს ჯარიმას და იქით უნდა იდავო სასამართლოში, თუ გინდა პირველები ჩვენ აღმოვჩნდით ახალი „კანონის” აღსრულების ნაწილში!
დილის რვაზე მიადგნენ ნიკა ნარსიას, ოც წუთში მე, თბილისიდან წეროვანი უფრო ახლოსაა და მარნეულამდე გზაში რა დროც დაკარგეს, ეგაა სხვაობა ჩატარებულ „სპეცოპერაციებში”. 

კვირას, დილის რვაზე „ჯარიმის ჩასაბარებლად” რომ გადგება ფორმიანთა ჯგრო, თან ნიკას რვა თვის ჩვილი ყავს, მე ორი წლის და ერთი წლის ბავშვები, ეს ნამდვილად ბიძინას მდაბიური ტერორის მორიგი გამოვლინებაა!
თავადაც კარგად იციან ვისთან მოვიდნენ, ძალიან ვუშლით ნერვებს და არ იმჩნევენ, მათი ტაქტიკაა ერთგვარი. დღეს შევხვდებით რუსთაველზე. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს მუმლაძე. 

დილის 08:25 წუთზე, ეზოში ძაღლებმა ატეხეს ყეფა. 08:30-ზე დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე ფანჯრიდან,…

Posted by Giorgi Mumladze on შაბათი, 08 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g