25 ივლისის დილის მონაცემებით, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან საველე ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიქოვანმა, გააკეთა.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია.
“გუშინ 1 პაციენტი მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ამ დროის ყველა პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტი. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 200-მდე ადგილია, თუმცა, საწოლები ეტაპობრივად ემატება.