LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხვთისიაშვილი: „ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“

373
ბერიკა

17 თებერვალი ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა.

თარიღთან დაკავშირებით, თეატრში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ბერიკაშვილის ცხოვრებაზე ალბომს წარადგენს.

ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს.

„ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე. ხვალ ხომ პირველი დაბადების დღეა უშენოდ.

ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა, ან იმ ალბომის? რა გინდოდა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში 2024 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g