თბილისში არსებული დიოდური სანათები ე.წ. LED სანათებით ჩანაცვლდება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტზე მერია ”სინათლის ქალაქთან” ერთად მუშაობს.
”სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელის თორნიკე კიზირიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, თბილისი მთლიანად დიოდური სანათებით განათდება.
მერიაში პროგნოზირებენ, რომ ეს ქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მოუტანს.
„სინათლის ქალაქის“ სამსახურმა 2015 წელს 20-მდე ობიექტზე მხატვრული მინათება დაამონტაჟა და 19 სკვერში გარე განათება აღადგინა.
