„დიორი” წამოადგენს სუნამო „ჟადორის” ახალ ფლაკონს, რომლის ღირებულებაც 100 ათასი ევრო იქნება. „ბაზარის” ინფორმაციით, ეს არის ნამდვილი შედევრი, რომელიც მოდის სახლის კრეატიული დირექტორის ვიქტუარ დე კასტელანის პირადი დიზაინით შეიქმნა. კრიტიკოსთა შეფასებით, როგორც იქნა, მდიდრულმა არომატმა შესაბამისი შეფუთვა მიიღო. ძვირფასი კრისტალისგან დამზადებული ფლაკონი ვერცხლისა და ვარდისფერი ოქროს ორნამენტებითაა გაფორმებული. გარდა ამისა, მას ამშვენებს მოძრაობაში გაყინული ბაფთა და ისიც მთლიანად სვაროვსკის ბრილიანტებითაა მოპირკეთებული. შედევრის შესაქმნელად დიორის სახლის საუკეთესო პროფესიონალები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საინტერესოა, რომ ახალი სუნამო მხოლოდ 5 ეგზემპლარად გაიყიდება, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის.