შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული პირი დუშეთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/264838027900737/