LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დისნეი“ „პრინცესას დღიურების“ მე-3 ნაწილს იღებს

176
page

„დისნეი“ „პრინცესას დღიურების“ მე-3 ნაწილს იღებს, ამის შესახებ „ჰოლივუდ რეპორტერი“ წერს. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, არც სიუჟეტის დეტალებია გასაჯაროებული.

„არა მხოლოდ გამიხარდება, არამედ მხარსაც აქტიურად ვუჭერ“, – განაცხადა ენ ჰეთევეიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, ფილმი მეგ ქებოტის წიგნის მიხედვით გადაიღეს. პირველი ნაწილი 2001 წელს გამოვიდა, მან კომპანიას $165,3 მილიონიანი მოგება მოუტანა, მეორე ნაწილი, „პრინცესას დღიურები: სამეფო ნიშნობა “ კი ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა.

ენ ჰეთევეი #PillowChallenge უერთდება და „პრინცესას დღიურების“ იმიჯს იმეორებს

პრინცესა ირჩევს „გუჩის“ – ენ ჰეთეუეი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გამოჩნდა

ცნობისთვის, მსახიობმა „ვოგის“ ფერად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გამოცემის დეკემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები