ცნობილი დიზაინერი ბესარიონი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, „პრაიმშოუს“ მანქანიდან ჩაერთო 29-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ერთ-ერთი უკრაინული ქალაქისკენ მიმავალი და აღნიშნა, რომ უკვირს იმ ადამიანების საქართველოში, ვინც უკრაინაში მყოფ ქართველებს აკრიტიკებს:
„ახლა ვარ გზაში… მე და ჩემმა მეგობრებმა უნდა გადავწყვიტოთ, საით ვიმოძრავებთ. ძალიან ძნელია იმის მოყოლა, რაც გამოვიარეთ და იმ ყველაფრის ახსნა, რაც დავინახეთ. უამრავი „ჰეითერი“, რომელიც ზის თბილისში და ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაც-ვიღაც დიჯეები და დიზაინერები გარბოდნენ პირველები უკრაინიდან, ეს, ალბათ ასე სათქმელად, როცა თბილ სახლში ზიხარ და არ გესმის სირენის ხმა, პირველი ბომბები, რომლებიც ფაქტობრივად, იყრება შენ ზურგს უკან, არის ადვილი. მინდა, ვუთხრა იმ „ჰეითერებს“, რომ ეს ყველაფერი ასე არ გამოიყურებოდა. ეს ყველაფერი იყო უფრო მეტად საშიში და უფრო დიდი უბედურება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ვარ ერთი მაისურით და ერთი ჯინსით… არ ვიცი, ჩემი სახლი ახლა დგას თუ არ დგას. ჩემს რაიონში 25 რიცხვში დაბომბვა მოხდა.
გიორგი გასვიანის მიმართვა რუს ხალხს: „ნუთუ, არ უნდა გათავისუფლდეთ ამ საუკუნოვანი იმპერიალისტური მიდგომებისგან?!.“
„განადგურებული ვარ ამ ამბით და დაზარალებულ ადამიანებზე ფიქრს ვერ ვწყვეტ“ – ქეთი მელუა კიევში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს