LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ ლაშა ჯოხაძის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

184

დიზაინერ ლაშა ჯოხაძის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, კაბების უმრავლესობა, ისევე როგორც გასულ წელს, ბუნების თემატიკითაა დატვირთული.

„წელსაც ტრადიციას არ ვუღალატე და ჩემი ნამუშევრები ზღვის სამყაროში მცხობრები ბინადრების გამოსახულებებითა და სხვადასხვა თვლებით გავაფორმე“, – აღნიშნა ჯოხაძემ.

სასურველი კაბა აღმაშენებლის 38 ნომერში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ფასებს, ის 800 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ ხუთდღიანი „თბილისის მოდის კვირეული“ სწორედ ლასა ჯოხაძის კოლექციით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები