LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერები ნინო გიგინეიშვილი და თამარ ლაბაძე ახალი კოლექციისთვის ემზადებიან

225

GLORIOUS HANDMADE მომხმარებლებს ნაქსოვ ქუდებს სთავაზობს. ბრენდს ორი დიზაინერი, ნინო გიგინეიშვილი და თამარ ლაბაძე ჰყავს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერებმა აღნიშნეს, ამ ეტაპზე ახალი კოლექციისთვის ემზადებიან, სადაც ტყავის აქსესუარები იქნება წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასა და მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. ამ ეტაპზე კი შეკვეთებს FACEBOOK-ის საშუალებით იღებენ და კლიენტებს სახლში მიტანის უფასო სერვისითაც ემსახურებიან.

( https://www.facebook.com/Glorious-Handmade-448102615394693/ )

”ჩვენ არ ვართ ორინტირებული მხოლოდ ერთ მოდელზე, ვცდილობთ ორიგინალური აქსესუარები შევქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროსითვის მხოლოდ ნაქსოვი ქუდები გვაქვს წარმოდგენილი, შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი რამ მოვქსოვოთ ან გავაფორმოთ”,- განახცადა გიგინეიშვილმა.

როგორც დიზაინერებმა განმარტეს, მასალად ტყავს, მეტალს, ნატურალურ ბეწვსა და შალს იყენებენ. ტყავის აქსესუარების შეძენა მსურველებს 30-50 ლარის ფარგლებში, ხოლო ქუდების 50 ლარიდან ზემოთ შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები