LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟან-კლოდ ვან დამი დაბრუნდა – 64 წლის მსახიობმა საკულტო ცეკვა გაიმეორა

131
ჟან-კლოდ ვან დამი

ამერიკული კინოს ლეგენდა, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, საბრძოლო სცენების დამდგმელი და ცნობილი კიკბოქსიორი ჟან-კლოდ ვან დამი დიდი ხნის პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. მან თაყვანისმცემელთა დიდი ხნის ნატვრა აასრულა და ცნობილი ფილმიდან „კიკბოქსიორი” საკულტო ცეკვა გაიმეორა. 64 წლის მსახიობმა ეს ვიდეო „ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა მას მალევე უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ჟან-კლოდ ვან დამი განსაკუთრებით პოპულარული იყო 90-იან წლებში, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმები „სისხლიანი სპორტი”, „ორმაგი დარტყმა”, „უნივერსალური ჯარისკაცი”, „რთული სამიზნე”, „დროის პატრული” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები