შაკირას, ჟერარ პიკესა და კლარა ჩიას გარეშემო ატეხილი სკანდალები არ ცხრება. ამჯერად ესპანურმა მედიამ გაარკვია, რომ კლარა და შაკირა ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს, უფრო კონკრეტულად კი, ქალბატონები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ჩია მუშაობდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ კლარა აღფრთოვანებული იყო შაკირას დანახვით, მასთან ფოტოს გადაღებასა და ავტოგრაფს ითხოვდა.
კლარა ჩიას ძველი კოლეგები იხსენებენ, რომ გოგონა ხშირად უსმენდა შაკირას სიმღერებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო, მაშინაც კი, როცა ჟერარ პიკესთან ურთიერთობა დაიწყო.
ჟერარ პიკე და მისი ახალი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს – ბარის მეპატრონე შაკირას ფანი აღმოჩნდა