ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის პრესსამსახური „РИА Новости“-სთან საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს“.
„პარტია კატეგორიულად უარყოფს ანონიმური წყაროების განცხადებას“, – თქვა პრესსამსახურმა.
ფრაქციის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გაკეთდა, აღნიშნულია, რომ მედიის ინფორმაცია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის შესახებ საგრძნობლად არის გაზვიადებული და სენსაციურ ეფექტზეა ორიენტირებული. მათივე ცნობით, პოლიტიკოსი ყოველდღიურად ეცნობა მიმდინარე პრესის სიახლეებს, ტელეფონით იძლევა მითითებებს და მალე დაუბრუნდება სრულ განაკვეთზე მუშაობას.
ჟირინოვსკი 2 თებერვლიდან კორონავირუისის „ომიკრონის“ შტამით დაინფიცირდა და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. „ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო დახმარება უტარდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.
ვლადიმირ ჟირინოვსკი კოვიდის წინააღმდეგ უკვე 7-ჯერ აიცრა
მედია: ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია