„ოქროს გლობუსის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა და როგორც ყოველთვის ტრიუმფით ჩაიარა.
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
წითელ ხალიჩაზე, ნომინანტი, არიანა გრანდეს გამოჩენამ, დიდი ფურორი გამოიწვია, თუმცა იყო კრიტიკაც. საქმე ისაა, რომ 31 წლის მსახიობი და მომღერალი ბოლო პერიოდში რადიკალურად შეიცვალა. მედიის ცნობით მან არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
რაც შეეხება გრანდეს „ლუქს“, მან არჩევანი „ჟივანშის“ 1966 წლის, გაზაფხული/შემოდგომის ვინტაჟურ კაბაზე გააკეთა. ეს გახლდათ ლიმონისფერი კაბა, რომელიც მკერდზე ბისერებით იყო მორთული.
ცნობისთვის, არიანა პრესტიჟული კინო და სატელევიზიო მოვლენის ნომინანტი პირველად გახდა, თუმცა სამწუხაროდ მან საღამო ჯილდოთი ვერ დატოვა.
მას ნომინაცია, ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში” ფილმისთვის, Wicked მიენიჭა. ფენტეზის ჟანრის ფილმში მან კეთილი ჯადოქრის, გლინდას როლი მოირგო.
არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტია – მისი კონკურენტი სელენა გომესია