ბოლო დროს გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი და ფეხბურთელი ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან, როგორც ჩანს სიმართლეს არ შეესაბამება. პაპარაცებმა წყვილი კოსტა-რიკაზე, საკმაოდ რომანტიულ სიტუაციაში დააფიქსირეს.
ცოტა ხნის წინ ჟუნალისტების წერდნენ, რომ ბრედი სულ უფრო ცოტა დროს ატარებს ოჯახში, რაც ბუნებრივია, არ მოსწონს მის მეუღლეს და სწორედ ის გახდა განქორწინების ინიციატორი.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისინი მეგობარ ვარსკვლავურ ოჯახთან, ბენ აფლეკთან და ჯენიფერ გარნერთან ერთად დასასვენებლად წავიდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელებმა ურთიერთობა შვილების გამო შეინარჩუნეს. მას შემდეგ, ჟიზელმა და ტომმა ერთმანეთს მეორე შანსი მისცეს, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოდელი მესამე ბავშვზეა ორსულად.
ახალმა ფოტოებმა კი, რომლებიც ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ეს ხმები კიდევ უფრო გაამყარა: მოდელს განიერი ზედა აცვია, რათა მოხერხებულად დაფაროს მუცელი.
როგორც ჩანს, ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაში მართლაც ახალი ეტაპი დაიწყო.
