LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი ერთმანეთს შორდებიან

142

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი და მისი მეუღლე, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან. ქორწინება, რომელიც ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურებოდა, დასასრულის პირას არის.

განქორწინების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბრედი ბოლო დროს უპირატესობას არა ოჯახის, არამედ მეგობრების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებს, რაც ბუნებრივია, ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. აღსანიშნავია, რომ მეგობრებისვე  აზრით,  ჟიზელი მეუღლეს თავისუფლებას უზღუდავს და ტომის საქციელი სწორედ აქედან გამომდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები