LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge Viper-ების ქარხანა ავტომობილების სათავსოდ გადააქციეს

132

კომპანია Fiat Chrysler Automobiles-მა მიიღო გადაწყვეტილება, ის ქარახანა, სადაც 2017 წლის 31 აგვისტომდე სუპერქარი Dodge Viper იწყობოდა, იშვიათი ავტომობილებისა და კონცეპტ-ქარების სათავსოდ გადააკეთოს. ტერიტორიას Conner Avenue Assembly Plant-ის ნაცვლად Conner Center ერქმევა.

ქარხანა 1966 წელს ააგეს, მისი ფართობი 37 000 კვადრატული მეტრია. ახლა მას დაახლოებით 400 ერთეული კონცეპტ ქარისა და იშვიათი ავტომობილის შესანახად გამოიყენებენ, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდნენ.

სავარაუდოდ, ქარხანა სრულად 2018 წლის მეორე კვარტალში გადაკეთდება.

ამასთან, FCA-მ გადაწყვიტა აუქციონზე ის ნივთები გაიტანოს, რომლებიც საწარმოს საოფისე ტერიტორიაზე იპოვეს: ბუკლეტები, ბლოკნოტები და სხვა. სულ 1 800 ლოტი გაიყიდება. აუქციონი 13 აპრილამდე გასტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები