უკრაინაში მოხალისედ წასული და უკვე საქართველოში დაბრუნებული დომენიკ მანგო დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მისი გარდაცვალების შესახებ წერს:
„კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ დედაჩემი აღარ არის. ღმერთო, რამდენი რამე ვერ მოვასწარი, როგორ გამიქრა ხელებში. დედაჩემი აღარ არის, ჩემი ძვირფასი. ახლა, როცა ომში აღარ ვარ, ისევ დაბრუნდა გლოვა და დარდი. ვერც ერთი წუთით ვერ ვძლებ მასზე ფიქრის გარეშე. ისევ გავნადგურდი…“
