LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონ კარლოსის“ პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე

50999212_315891685799196_6732283931363639296_n

15 წლიანი პაუზის შემდეგ  ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“სცენას უბრუნდება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი დადგმისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. აღნიშნული სპექტაკლი გასულ წელს იტალიაში, პარმის ოპერის თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა.

„დონ კარლოსი“ ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, პოეტმა და  დრამატურგმა ჩეზარე ლიევიმ დადგა. მის სპექტაკლებს უდიდესი წარმატება აქვს მრავალი ცნობილი საოპერო თეატრების სცენაზე, მათ შორის მილანის ლა სკალასა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში.

„დონ კარლოსის“ კოსტიუმები იტალიელმა დიზაინერმა, მაურიციო ბალომ შექმნა.  მისი, როგორც სცენოგრაფისა და კოსტიუმების მხატვრის ინტერესები უკავშირდება სცენური სივრცის მოდიფიცირებას, როცა სცენაზე აკუმულირებულია სხვადასხვა ობიექტი, პლასტიკური ელემენტები და ამას ემატება განათების ექსპერიმენტები.

“დონ კარლოსის“ რეპეტიციები თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ინტენსიურად მიმდინარეობს და სულ მალე თქვენ თავად გექნებათ შესაძლებლობა მოისმინოთ ჯუზეპე ვერდის ულამაზესი ჰანგები. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ცნობილი ქართველი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. “დონ კარლოსში“  მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და სტაჟიორები, ისე მოწვეული უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.

„დონ კარლოსის“ საპრემიერო ჩვენებები 15,16,17,23,24 თებერვალს, 19:00 საათზე,  გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g