აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ის რომ არ აერჩიათ აშშ-ის პრეზიდენტად, ქვეყანა ახლა ჩრდილოეთ კორეასთან საომარ მდგომარეობაში იქნებოდა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კიმ ჩენ ინთან.