LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა დამატებით 7 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა

896
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა დამატებით 7 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, შტატებში შესვლის სრული აკრძალვა ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებზე გავრცელდება. აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებსაც.

თეთრი სახლი სირიისთვის აკრძალვის დაწესების მიზეზად სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილებას ასახელებს.

„სირია სამოქალაქო არეულობისა და შიდა დაპირისპირების ხანგრძლივი პერიოდიდან გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარების მიზნით მუშაობს, სირიაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს პასპორტების გაცემის ადეკვატური ცენტრალური ორგანო და შესაბამისი შემოწმების პროცესი“, – აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სრული აკრძალვა შეეხო ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g