LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს” – დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა

351
630

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღარ დააფინანსებს. გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს”.

„ჩემს ადმინისტრაციას დღეს განკარგულება გავეცი, შეაჩერონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე შევისწავლით და შევაფასებთ ორგანიზაციის როლს პანდემიის ცუდად მართვაში და კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების დამალვაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე

"ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით ნახევარი პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა,"

ტრამპმა აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ იხელმძღვანელა ჯანმოს დადგენილი რჩევებით და “მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია”.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანმო-მ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა და მათმა გადაწყვეტილებებმა უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g