აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ მოიხსენია და აღნიშნა, რომ, ადრე თუ გვიან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგდება.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარება იქმნება მსოფლიოში, აშშ-ს შეუძლია, ყველა საფრთხე დაძლიოს.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ არის განწყობილი, ბალტიისპირეთში თავისი მოკავშირეები და პარტნიორები დაიცვას.
„ბალტიისპირეთი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ რეგიონის დაცვას. ჩვენ იქ შესანიშნავი მეგობრები გვყავს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.