LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეიკი, ნიკი მინაჟი, ბიონსე – BET Awards-ის ნომინანტები დასახელდნენ

154
maxresdefault

Black Entertainment Television-მა, რიგით 24-ე BET Awards-ის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა.

დაჯილდოების ტოპ ნომინანტად – დრეიკი დასახელდა. მას ყველაზე მეტი, 7 ნომინაცია მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ კანადელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი შარშანდელი ,,ბეთ დაჯილდოების” მთავარი ნომინანტიც იყო.

6 ნომინაცია, ნიკი მინაჟს შეხვდა. 5 ნომინაციაში წარადგინეს: ბიონსე, ვიქტორია მონე, J. Cole, Sexyy Red და SZA. 4 ნომინაციაში გამარჯვებისთვის: აშერი, 21 Savage, Doja Cat, Megan Thee Stallion და Tyla იბრძოლებენ.

BET Awards, რომელიც ყოველწლიურად სატელევიზიო არხის – Black Entertainment Television მიერ ტარდება და მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეულ შავკანიანებს ავლენს, 20 ივნისს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები