დუბაიში, მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი, ,,ბურჯ აზიზის” სახელით ცნობილი 131-სართულიანი ცათამბჯენის გაყიდვები დაიწყო. შვიდვარსკვლავიანი კომპლექსის პრეზენტაცია Coca-Cola Arena-ზე გაიმართა, საღამო კი მუსიკალურად, ჯენიფერ ლოპესმა გააფორმა.
ჯეი ლო აუდიტორიის წინაშე მისთვის დამახასიათებელი გლამურული ლუქებითა და ენერგიული ქორეოგრაფიით წარდგა. მან შემოქმედების გამორჩეული ჰიტები, მათ შორის:
I’m Into You, If You Had My Love და Louboutins შეასრულა.
არტისტის მომხიბვლელი გარეგნობისა და შთამბეჭდავი საცეკვაო მოძრაობების მიუხედავად, ბევრი მისი ნამღერით იმედგაცრუებული და უკმაყოფილო დარჩა. ინტერნეტში წერენ, რომ დროა ის ფონოგრმაზე გადაერთოს.
რა თანხა მიიღო ლოპესმა სპეციალურ პერფორმანსში, უცნობია.
ცნობისთვის, Burj Azizi 725 მეტრის სიმაღლისაა. ის სასტუმროს, აპარტამენტებს, პენტჰაუსებს, ღამის კლუბებს, რესტორნებს, დასასვენებელ სახლებსა და უნიკალურ ვერტიკალურ სავაჭრო ცენტრს მოიცავს. 830 ფუტი სიმაღლის მეზობელ ცათამბჯენ – ,,ბურჯ ხალიფას” შემდეგ, ,,ბურჯ აზიზი”, რომლის გახსნაც 2028 წელს იგეგმება, სიმაღლით მეორე შენობაა.